gYVERSY ( computer company ) / ივერსი - კომპიუტერული კომპანია [ Tbilisi, Georgia ] - buyu3064.com

YVERSY ( computer company ) / ივერსი - კომპიუტერული კომპანია [ Tbilisi, Georgia ]


Pobierz YVERSY ( computer company ) / ივერსი - კომპიუტერული კომპანია [ Tbilisi, Georgia ] w jakości 320 kbps !!! - bez logowania - za darmo

მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 2
Location: 2, Vazha Pshavela Ave, Tbilisi, Georgia

კომპიუტერული კომპანია შპს "ივერსი" დაფუძნდა 2005 წლის ივლისში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპიუტერული, საოფისე და ქსელური ტექნიკის, მათი სახარჯი მასალებისა და აქსესუარების საცალო და საბითუმო ვაჭრობა.

დაარსებიდან კომპანია "ივერსი" მიზნად ისახავს გახდეს მობილური ჯგუფი, რომელიც გათვლილი იქნება მომხმარებლის სწრაფ და ხარისხიან მომსახურებაზე, რასაც ხელს უწყობს მომსახურე პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია. სწორედ მომხმარებელზე აქცენტის გაკეთებით აიხსნება ის ფაქტიც, რომ 2005 წლის ივლისში შპს "ივერსმა" მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა ICT ინტერნეიშენალ გრუპის ფილიალის "ივერსის" მიერ გაყიდული ტექნიკის საგარანტიო მომსახურებაზე, რომელიც ფუნქციონირებდა 1997 წლიდან 2005 წლამდე და რომლის მუშაობის პერიოდში ჩამოყალიბდა ის მუშა პერსონალიც, რომელიც დღეს მაღალკვალიფიციურად უძღვება "ივერსი"–ს გაყიდვებისა თუ სერვისის მიმართულებებს.

კომპანია "ივერსმა" დაარსებიდან თავის ძირითად ამოცანად დაისახა ვაჭრობისა და აღრიცხვიანობის თანამედროვე სისტემების დანერგვა. კომპანიამ თავის პარტნიორ "აი–ბი–ეს"–თან ერთად დანერგა "1C საწარმო: ვაჭრობის მართვა", ხოლო შემდგომ შეიძინა საიტის მართვის პროგრამული პროდუქტი "1C-ბიტრიქსი", რის საშუალებითაც როგორგ მაღაზიებში, ასევე ინტერნეტის მეშვეობით ონლაინ რეჟიმში ახორციელებს გაყიდვებისა და აღრიცხვიანობის პროცესის ორგანიზებას.

Facebook